სომხეთის პრეზიდენტმა, არმენ სარქისიანმა მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან და ოპოზიციის ლიდერთან შეხვედრა გამართა. იუწყება სახელმწიფოს სპეც-სამსახური.
"პრეზიდენტი სარქისიანი 26 აპრილს შეხვდა ოპოზიციის ლიდერს ნიკოლ ფაშინიანს. ამ შეხვედრის შემდეგ ის აგრძელებს შიდა პოლიტიკურ დისკუსიას, შიდა პოლიტიკური კრიზისის მოგვარებისთვის", - ნათქვამია განცხადებაში. პრეზიდენტის პრესსამსახურში ასევე აღნიშნავენ, რომ სარქისიანი შეხვდრა მმართველი რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარეს და მოადგილეს, სერჟ სარგსიანს და კარენ კარაპეტიანს.
"ყველა შეხვედრას კონსტრუქციული ხასიათი აქვს. სახელმწიფო ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ არსებულ სიტუაციაში ერთობლივი ძალებით ლოგიკურ გამოსავალს მიაგნებენ. სარქისიანი ასევე მიესალმება პაშინიანის შეხვედრას ქვეყნის კათალიკოს პატრიარქთან“ - ნათქვამია განცხადებაში.