აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი სერგეი ბაღაფში "მოძმე ოს ხალხს მხარდაჭერა და სოლიდარობა" გამოუცხადა. "ორი წლის წინ მთელმა მსოფლიომ დაინახა საქართველოს ხელისუფლების ნამდვილი სახე, როდესაც 8 აგვისტოს ღამით მშვიდობიანად მძინარე ქალაქზე იერიში მიიტანა", _ ნათქვამია ბაღაფშის მიერ კოკოითისათვის გაგზავნილ სამძიმრის დეპეშაში.
დეპეშაში ასევე ნათქვამია, რომ ამ დღეებში აფხაზეთის მოსახლეობა "გლოვობს დაღუპულ გმირებს და პატივს მიაგებს აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპული სამხრეთ ოსეთის მშვიდობიანი მოსახლეობის ხსოვნას".
ამასთან ერთად, ბაღაფში კიდევ ერთხელ მადლობას უხდის რუსეთის ხელისუფლებას _ "მადლობა რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას და რუსეთის ბრწყინვალე არმიის წარმომადგენლებს სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის დაცვისათვის".