2010 წლის 1 ოქტომბრამდე რუსეთმა შესაძლოა გადახედოს ხორბლის ექსპორტის აკრძალვის შეწყვეტის ან ვადის გაგრძელების საკითხს. როგორც რუსეთის მთავრობაში განმარტავენ 1 ოქტომბრისათვის უკვე გარკვეული იქნება თუ რა მოცულობის მარაგს ფლობს ქვეყანა და რა ზარალი მიიღო რუსეთმა გვალვის შედეგად.
რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნიდან ხორბლის ექსპორტი 15 აგვისტოდან 31 დეკემბრამდე აიკრძალა.
რუსეთის გადაწყვეტილების შემდეგ მარცვლეულის ექსპორტის შეწყვეტის შესახებ აშშ-ში ამ პროდუქტზე ფასების მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა და ფიუჩერსებმა ერთბაშად 4,4 %-ით მოიმატა.
აზიის სავაჭრო მოედნებზე ფიუჩერსები ასევე საგრძნობლად, თითქმის 5%-ით გაიზარდა.