დღეს, 7 აგვისტოს, 12:00 საათზე, "ვისოლის" დამფუძნებლები ქუთაისის ცენტრაულ სტადიონზე "ტორპედო ქუთაისის" გულშემატკივრებს და მედიის წარმომადგენლებს ერთი თვის მუშაობის შედეგებს გააცნობენ. გუნდის ახალმა მფლობელმა ლეგენდარულ საფეხბურთო კლუბ "ტორპედო ქუთაისს" ისტორიული სახელი დაუბრუნა და მისი განვითარებისთვის 2 მილიონამდე ლარის ინვესტიციას გეგმავს.
"ვისოლ ჯგუფს" ქართული სპორტის განვითარებისთვის არაერთი პროექტი განუხორციელებია. ლეგენდარული საფეხბურთო სკოლა "ავაზა" ვისოლ ჯგუფმა უეფას სტრანდარტების შესაბამისად მოეწყო. წარმატებით ასპარეზობს კომპანიის რაგბის კლუბი "ვისოლი-ყოჩები". ამას გარდა, ვისოლმა ოთხი სპორტკომპლექსი შექმნა თბილისში სხვადასხვა სპორტული სახეობებისთვის, რომელიც ყოველთვიურად 1000-მდე ბავშვის ჯანსაღ მომავალზე ზრუნავს.