"საქართველოს რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობა ეღიარებინა, ჩვენ შორის კეთილმეზობლური ურთიერთობები დამყარდებოდა", _ განაცხადა აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა "რია ნოვოსტისთან" საუბარში.
"ჩვენი ურთიერთობები კეთილმეზობლურად წარიმართებოდა, საერთაშორისო სამართლის სიბრტყეში, როგორც ორი თანასწორუფლებიანი სუბიექტისა. დარეგულირდებოდა დამოკიდებულება. ჩვენ დღეს ღია და სამართლებრივი სახელმწიფო ვართ", _ აცხადებს ბაღაფში და დასძენს, რომ ამჟამად უკვე ჯერი საქართველოზეა და სწორედ მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.
"ამჟამად უკვე ბურთი საქართველოს მხარესაა და იგი უნდა დაფიქრდეს", _ აცხადებს ბაღაფში.