აფხაზი და ოს ხალხის ცნობიერებაში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილისადმი დამოკიდებულება არასოდეს შეიცვლება. იგი ვერასოდეს შეძლებს გამოისყიდოს თავისი დანაშაული აფხაზი და ოსი ხალხების წინაშე. ეს განცხადება აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა "რია ნოვოსტისთან" საუბარში გააკეთა.
"ამას ვერ გააკეთებს აფხაზი და მით უფრო სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა, თუმცა სამხრეთ ოსეთის ხალხმა და ხელისუფლებამ თავად უნდა გადაწყვიტოს ეს ყველაფერი. სააკაშვილს მოუწევს მის მიერ დაშვებული უმძიმესი შეცდომების გამოსწორება _ გენოციდის საკითხების, აგრესიის. როგორ მოახერხებს ის ამას? ვერ წარმომიდგენია", _ აცხადებს სერგეი ბაღაფში და კვლავ ამტკიცებს, რომ საქართველო აგრესიისათვის ემზადება.
"პოლიტიკაში არიან პიროვნებები რომელთა საქციელის წინასწარ განჭვრეტა შეუძლებელია. მეტიც, შემიძლია განვაცხადო, რომ ეს ის პიროვნებაა, რომელიც ამაზე არ გაჩერდება. იმის გათვალისწინებით, თუ როგორ მიდის დღეს საქართველოს შეიარაღება დასავლეთის მხრიდან, სულ არ გამოვრიცხავ, რომ ისინი ახალი აგრესიისათვის ემზადებოდნენ", _ განაცხადა სერგეი ბაღაფშმა.