მიმდინარე კვირაში დასავლეთ საქართველოში რიგით მეორე თხილის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა. სოფლის მეურნეობის მინისტრმა ვანის რაიონის სოფელ ამაღლებაში თხილის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა, რომელიც დღეში 6 ტონა თხილს გადაამუშავებს. ახალი საწარმოს მშენებლობა ინვესტორს 500 ათასი ლარი დაუჯდა.
შეგახსენებთ, რომ 3 აგვისტოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განივითარების მინისტრი ზუგდიდში ახალი თხილის ქარხნის გახსნას დაესწრო. ქარხანაში, რომელიც ქართულ-კანადური ინვესტიციით რამდენიმე თვეში აშენდა, ამ ეტაპზე 180 ადამიანია დასაქმებული, მათი დიდი ნაწილი აფხაზეთიდანა დევნილია. ქარხანა უახლესი ტექნიკითაა აღჭურვილი, ის ექსპორტზე იქნება ორიენტირებული - კერძოდ, კომპანია "ზახილნათ იმპექსი" პროდუქციის ექსპორტს ევროპის ქვეყნებში, ეგვიპტეში, ამერიკასა და კანადაში გეგმავს. ამასთან, ქარხნის ხელმძღვანელობის ინფორმაციით, მომავალში წარმოების გაფართოებაც იგეგმება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ადგილობრივ მცირე მეწარმეებსაც შეხვდა და თხილის ბიზნესის განვითარებასთან დაკავშირებით მათი მოსაზრებები მოისმინა. როგორც ვერა ქობალიამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ რეგიონებში ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები და საწარმოები იხსნება, რაც თავის მხრივ ათასობით ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ნიშნავს.
"იმისათვის, რომ ქართული ეკონომიკა ფეხზე დადგეს, რეგიონები უნდა გავაძლიეროთ - ყოველი ქალაქი და სოფელი. ძლიერი სოფელი - ძლიერი ქართული ეკონომიკაა", - განაცხადა მინისტრმა.