ხვალ, 7 აგვისტოს, 12:00 საათზე "ვისოლის" დამფუძნებლები ქუთაისის ცენტრაულ სტადიონზე "ტორპედო ქუთაისის" გულშემატკივრებს და მედიის წარმომადგენლებს ერთი თვის მუშაობის შედეგებს გააცნობენ. გუნდის ახალმა მფლობელმა ლეგენდარულ საფეხბურთო კლუბ ‘ტორპედო ქუთაისს" უპირველეს ყოვლისა ისტორიული სახელი დაუბრუნა და მისი განვითარებისათვის 2 მილიონამდე ლარის ინვესტიციას გეგმავს.
"ვისოლ ჯგუფს" ქართული სპორტის განვითარებისათვის არაერთი პროექტი განუხორციელებია. ლეგენდარული საფეხბურთო სკოლა «ავაზა» ვისოლ ჯგუფმა უეფას სტრანდარტების შესაბამისად მოეწყო. წარმატებით ასპარეზობს კომპანიის რაგბის კლუბი "ვისოლი-ყოჩები". ამას გარდა, ვისოლმა ოთხი სპორტ-კომპლექსი შექმნა თბილისში სხვადასხვა სპორტული სახეობებისათვის, რომელიც ყოველთვიურად 1000-მდე ბავშვის ჯანსაღ მომავალზე ზრუნავს.