"ეროვნული ფორუმის" ლიდერები საჩხერის რაიონის მოსახლეობას შეხვდნენ. პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, კახაბერ შარტავა, გუბაზ სანიკიძე და რევაზ შავიშვილი მოსახლეობას საჩხერის რაიონულ ცენტრთან და სოფელ მოძვში შეხვდნენ.
შეხვედრებზე პარტიის ლიდერებმა მოსახლეობას საშემოდგომო გეგმები და ინიციატივები გააცნეს, მათ შორის, ინფორმაცია მიაწოდეს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით ოპოზიციის ერთობლივი ინიციატივის შესახებ.
"ფორუმის" ლიდერები ხვალ, მოსახლეობასთან შეხვედრას სოფელ სავანეთში გამართავენ.