საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტში სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა. სააკაშვილმა განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა.
"ჩვენს ხალხს ძალიან უჭირს. იმისათვის, რომ გაჭირვებიდან გამოვიდეთ, მარტო კორუფციის უდონობით კი არა, მარტო ბიზნესშესაძლებლობებით კი არა, მარტო გადასახადების დაბალი დონით კი არა, არამედ რეალურად ცხოვრების დონით ყველას უნდა ვუსწრებდეთ, საჭიროა განათლება. ჩვენ მნიშვნელოვანი რეფორმები დავიწყეთ. ისინი სოციალური მენტალიტეტის გამოცვლას გულისხმობდა. ყველას ვუდგებით იმით, რომ ადამიანი დამსახურების მიხედვით ფასდება და არა წარმომავლობით", _ განაცხადა მან.
საკაშვილმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ უფროსკლასელები სკოლებში აღარ დადიან.
"ყველამ იცის, რომ საშუალო სკოლებში მე-1-, მე-11, მე-12 კლასებში ბავშვები, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, სკოლაში აღარ დადიან. არ დადიან იმიტომ, რომ პრაქტკულად უნივერსიტეტში ჩასაბარებლას სკოლაში სიარული, გარდა იმ ოთხი საგნისა, აუცილებელი აღარ არის. ეს არის ერთ-ერთი მძიმე რამ, რაც ბოლო პერიოდში მოხდა", _ განაცხადა სააკაშვილმა.
პრზიდენტის განცხადებით, გამოსავალი არის ის რასაც ამჟამად განათლების სამინისტრო აკეთებს. ეს არის გამკაცრება, ჟურნალების შემოღება, სტიმულების შემოღება, წახალისება, ოლიმპიადების შემოღება, ოქროს და ვერცხლის მედლების დაბრუნება.
"მაგრამ მოსწავლეებს უნდა სჭირდებოდეთ სკოლაში სიარული. რაღაც ფორმით სკოლის გამოსაშვები გამოცდები უნდა აღდგეს უნივერსიტეტში ჩაბარებასთან ერთად. მოინახება საუკეთესო ფორმა, რაც არის დასავლეთის სახელმწიფოებში, მაგრამ სკოლის დამთავრება ავტომატური არ უნდა იყოს და ჩაბარება უნივერსიტეტში უნდა იყოს უფრო რთული. დღევანდელმა უფროსკლასელმა უნდა იცოდეს, რომ ორ წელიწადში ჩაბარება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორც სწავლობს ის დღეს", _ განცხადა პრეზიდენტმა.