ახალციხის რაიონის სოფელ აწყურის ტყეში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდირება ამ დრომდე ვერ ხერხდება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინსიტრმა გოგა ხაჩიძემ განუცხადა. მისი თქმით, ხანძრის ჩაქრობა დღის ბოლომდე ვერ მოხერხდება.
ხაჩიძე ადგილზე იმყოფება და სამაშველო ჯგუფს ხელმძღვანელობს.
ხანძარი აწყურის ტყეში გუშინ, დღის მეორე ნახევარში გაჩნდა. ცეცხლი 15 ჰექტარს მოედო.