საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია დღეს იაპონური კომპანია " Marubeni "-ის სარკინიგზო და სატრანსპორტო პროექტების დეპარტამენტის მენეჯერს, უიჩირო ურაის შეხვდა.
ჯალაღანიამ იაპონელ ბიზნესმენს საქართველოს მიერ უკანასკნელ წლებში განხორციელებული რეფორმებისა და ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
" Marubeni ი"-ის წარმომადგენელი დაინტერესდა ტრანსპორტის, ტურიზმისა და ენერგეტიკის სფეროებში საქართველოში შექმნილი საინვესტიციო გარემოთი. კერძოდ, მან განსაკუთრებული ინტერესი გამოხატა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალისა და საქართველოს რკინიგზის რეაბილიტაციისა და რეკონსტრუქციის პროექტების მიმართ.
შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა საქართველოსა და იაპონიას შორის საქმიანი ურთიერთობების შემდგომი პერსპექტივები.