11 დან- 16 აგვისტოს ჩათვლით სიღნაღში სახალისო ფეხბურთის ღია სკოლების ასოციაცია სპორტულ ვარჯიშებს ჩაატარებს და მცირე თამაშებს გამართავს. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" კახეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს, 8-დან 12 წლის ასაკამდე 192 ბავშვისგან შემდგარი 12 გუნდი, წნორის საფეხბურთო მოედანზე ხუთი დღის განმავლობაში ითმაშებს.
პროექტის ფარგლებში სპეციალურად მიღებული სწავლების შემდეგ, ყველა ლიდერს და მწვრთნელს გადაეცემა სასპორტო ჩანთა ინვენტარით და ფორმით.
კულტურათა გადაკვეთის საპროექტო ასოციაცია მწვრთნელებს აგრეთვე შესაბამისი სახელმძღვანელოთი და საჭირო ინვენტარით უზრუნველყოფს, რაც სხვა აღჭურვილობასთან ერთად 150 ფეხბურთის ბურთს, 100 კუბს და 100 მარკერს ითვალისწინებს. სკოლის ყველა ბავშვს ფერადი მაისური, სასმელი წყლის ბოთლი, კეპი და დიპლომი გადაეცემა.
თამაშები წნორის სტადიონზე დღის პირველ ნახევარში გაიმართება. პროექტი სიღნაღის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ხორციელდება.