დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ელექტრონულ ჟურნალ "დიასპორის მაცნეს" მეორე ნომერი გამოვიდა. ამ ნომერში წარმოდგენილია ამერიკისა და კანადის დიასპორის ისტორია, აგრეთვე საფრანგეთში მცხოვრები ქართველის, სამსონ ფირცხალავას ცხოვრება; ვერნისაჟში _ ქართველი მხატვრის გოგა მაღლაკელაძის შემოქმედება, ხოლო მუსიკალურ ბლოკში _ ოთარ თაქთაქიშვილის ნაწარმოებები.
ბავშვებისთვის ჟურნალში წარმოდგენილია "აბოს წამების" ადაპტირებულ ვერსია და აუდიოზღაპარი "კონკია". ნომერში დაბეჭილია პროფესორ პაატა ჩიქოვანის ნაშრომი პეტრე პირველის ანდერძთან დაკავშირებით. მუსიკის მოყვარულთათვის ჟურნალში შეტანილია ბათუმში ჩატარებული აგვისტოს ფესტივალის დასკვნითი კონცერტის ვიდეომასალა.