დღეს, ევროპის ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო რაუნდის განმეორებით შეხვედრაში, "ზესტაფონი" ლვოვის "კარპატს" დაუპირისპირდება. მატჩი ზესტაფონში 20:00 საათზე დაიწყება. შეზვედრაზე დასასწრები ბილეთის ფასი 5 და 7 ლარია. თამაშს ნორვეგიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. არბიტრი ტომი შერვენი იქნება.
საეჭვო იყო, რომ ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე, ზესტაფონელებს მეტოქისთვის მშობლიურ არენაზე ემასპინძლათ. თუმცა კლუბის მესვეურთა და ფეხბურთის ფედერაციის ერთობლივი ძალისხმევით ეს საკითხი დადებითად გადაწყდა. თუმცა მესამე რაუნდში მატჩის მასპინძლობისთვის უეფას უფრო მეტი მოთხოვნა აქვს და ზესტაფონის არენაზე გარკვეული სამუშაოები შესრულდა, კერძოდ, "კარპატთთან" მატჩში, ზესტაფონის არენაზე პირველად გამოჩნდებიან სტიუარდები. თამაშს 30 სტიუარდი მოემსახურება, რომელთაც უკვე გაიარეს სპეციალური ტრეინინგები. ამასთან, საპრესკონფერენციო დარბაზი ამიერიდან უკვე 50 ჟურნალისტს დაიტევს. ასევე მოიმატა სტადიონის ტევადობამ. ახალი სკამების დამონტაჟების შემდეგ, "დავით აბაშიძეზე" ტევადობა 4 558-მდე გაიზარდა.
როგორც ცნობილია, ერთი კვირის წინ, ლვოვში გამართული მატჩი ზესტაფონმა 0-1 წააგო. ამიტომ შემდეგ ეტაპზე გასასვლელად დღევანდელ შეხვედრაში ზესტაფონელებს ორბურთიანი ჰანდიკაპით გამარჯვება ესაჭიროებათ. იმ შემთხვევაში თუ "ზესტაფონი" 1-0-ს მოიგებს, დამატებითი დრო დაინიშნება.