ახალციხის რაიონის სოფელ აწყურის ტყეში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ წუთებში მიმდინარეობს.
ამ დროისთვის ადგილზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძეც იმყოფება, რომელიც სამაშველო ჯგუფს ხელმძღვანელობს.
როგორც მინისტრმა "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, ამ დროისთვის ადგილზე სახანძრო სამაშველო სამსახურია მობილიზებული, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, როდის მოხერხდება ხანძრის ლიკვიდაცია.
ხანძარი აწყურის ტყეში გუშინ, დღის მეორე ნახევარში გაჩნდა. ცეცხლი 15 ჰექტარს მოედო.