"ლეიბორსიტული პარტიის" შეფასებით, 2007 წლის 7 ნოემბერს ხელისუფლებამ "ნამდვილი სახე აჩვენა".
"ის, რაც 7 ნოემბერს, მშვიდობიანი მოსახლეობის დარბევის სახით გაკეთდა, დაუშვებელი იყო. ხელისუფლებას სურდა საკუთარი ძალა გამოეცადა საკუთარ ხალხზე და მისი უძლეველობა დაემტკიცებინა, მაგრამ პირიქით მიიღო - წარმოაჩინა თავისი ნამდვილი სახე და აჩვენა დამოკიდებულება ხალხის, დემოკრატიის და თავისუფლების მიმართ. ეს იყო სააკაშვილის რეჟიმის მიერ ნამდვილი სახის დემონსტრირება", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი გუგავამ.
მისი თქმით, "ლეიბორისტული პარტია" აღნიშნული მოვლენების დროს მთავარი დაზარალებული იყო, რის გამოც პარტიის წევრები 7 ნოემბრის ორი წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილ აქციას სრული შემადგენლობით შეუერთდებიან.
შეგახსენებთ, რომ ხვალ, 7 ნოემბერს, 2007 წლის 7 ნოემბრის ცნობილი მოვლენებიდან ორი წელი სრულდება. 2007 წლის 7 ნოემბერს, 5-დღიანი საპროტესტო მიტინგების შემდეგ, ხელისუფლებამ პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე მანიფესტაცია ძალის გამოყენები დაშალა. იმ დღეს მოსახლეობა წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით 4-ჯერ დაარბიეს.