ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კალათბურთში ანგარიშით 84:65 პოლონეთის ეროვნული ნაკრები დაამარცხა.
პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ, ანგარიშით 45:40 დასრულდა.
ზაზა ფაჩულიამ ნაკრებს 26 ქულა მოუტანა.
გუნდებმა შემდეგი შემადგენლობით იასპარეზეს:
საქართველოს ნაკრები: ლაშა გამყრელიძე, ანატოლი ბოისა, ზაზა ფაჩულია, გიორგი ცინცაძე, გიორგი შერმადინი, კოტე ტუღუში, მანუჩარ მარკოიშვილი, ვიქტორ სანიკიძე, ნიკა მეტრეველი, ტორინ გრინი, ნიკოლოზ ცქიტიშვილი და თორნიკე შენგელია.
პოლონელთა ნაკრები: მიხაილ ჩილინსკი, დარდან ბერიშა, მაცეი ლამპე, კშიშტოფ შუბარგა, ფილიპ დილევიჩი, ზბიგნევ ბიალეკი, ადამ ჰრიჩანიუკი, ლუკაშ მაიევსკი, ტომას კელაპი, მარცინ გორტატი, ადამ ლაპეტა, ლუკაშ კოზარეკი.
მატჩს სპორტის სასახლეში 10 ათასამდე გულშემატკივარი, საქართველოს მთრავრობის წევრები და დედაქალაქის მერი ესწრებოდნენ.