დღეს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საპრეზიდენტო პროგრამის "ჩემი პირველი კომპიუტერის~ ფარგლებში ხაშურის საჯარო და კერძო სკოლების მე-10 კლასის მოსწავლეებს, რომლებმაც წარჩინებით დაამთავრეს საბაზო საფეხური, პერსონალური კომპიუტერები გადაეცათ.
70 წარჩინებულ მოსწავლეს კომპიუტერები საზეიმო ვითარებაში ხაშურის მაჟორიტარმა დეპუტატმა ბაჩო ქიტიაშვილმა და ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა როინ მახარობლიძემ გადასცეს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, მსგავსი სახის პროგრამები, რომლებსაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს მნიშვნელოვანია მოსწავლეების განათლების გაღრმავებისა და წახალისების თვალსაზრისით.
პროგრამა 2 წელია მოქმედებს და მოიცავს მე-7, მე-8, მე-9 კლასების წარჩინებით დამთავრებისათვის პერსონალური კომპიუტერის, ხოლო მე-10, მე-11, და მე-12 კლასის წარჩინებულად დასრულებისთვის მოსწავლეებისთვის ოქროს და ვერცხლის მედლების გადაცემას.
წელს ხაშურის მუნიციპალიტეტს 100 ოქროს მედალოსანი ჰყავდა, რომელთაც სწავლა სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში გააგრძელეს.