დღეს "Sotheby's"-ს მორიგი აუქციონი ჩატარდება. ამჯერად ძვირადღირებულ ლოტებს შორის იქნება წარმოდგენილი ლეგენდარული მხატვრის, პაბლო პიკასოს 40-ზე მეტი ნამუშევარი.
ასევე გაიყიდება თანამედროვე ამერიკელი მხატვრის, ჯორჯ კონდოს მიერ შესრულებული ტილოებიც.
ცნობისთვის, დღვანდელი დღის მონაცემებით, პიკასოს ყველაზე ძვირადღირებულ სურათად მიიჩნევა „ალჟირელი ქალები“, რომელიც 2015 წელს 179,3 მილიონ დოლარად გაიყიდა.