ფინეთი, მსოფლიოში ყველაზე ბედნიერ ქვეყანად დასახელდა, ნათქვამია გაეროს დასკვნაში.
დოკუმენტი „The World Happiness Report“ მოიცავდა 156 ქვეყანას.
„ფინეთი პირველად მოხვდა პირველ ადგილზე მსგავს გამოკითხვაში. წინა დასკვნაში მის ადგილს ნორვეგია იკავებდა. მან ამჯერად მეორე ადგილზე გადაინაცვლა.
ლიდერთა ათეულში ასევე არიან: დანია, ესპანეთი, შვეიცარია, ჰოლანდია, კანადა, ახალი ზელანდია, შვედეთი და ავსტრალია.
„ჩრდილოეთ ქვეყნები, რომლებიც რეიტინგის სათავეებში არიან, აჩვენებენ, რომ მათ შექმნეს მართლაც კარგი პირობები ცხოვრებისთის. ბედნიერების ინდექსი გამოკითხვაში განსაზღვრული იყო პირადი თავისუფლების ხარისხით, ასევე სოციალური უზრუნველყოფით. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ ქვეყნის მაცხოვრებლები იხდიან ყველაზე მაღალ გადასახადებს მსოფლიოში“ - განაცხადა კვლევის ინსტიტუტის დირექტორმა მაიკლ ვიკინგმა.