დუბაიში გაიხსნა პირველი „ჭკვიანი პარკი“, სადაც ყველაფერი მზის ენერგიაზე მუშაობს. ნათქვამია ქალაქის მუნიციპალიტეტის პრეს რელიზში.
პარკ „Al Barsha South Park“-ში არის ავტოსადგომი, რომელიც მზის ელემენტების პანელების დახმარებით მუშაობს და ასევე ავტოგასამართები ელექტრო მანქანებისთვის.
პარკის მთლიან განათებასაც ასევე მზის ენერგია უზრუნველყოფს. პარკის საერთო ფართობი 7 ჰექტარია. მისი ღირებულება 5 მილიონ დოლარს შეადგენს.