მსოფლიოში აღიარებული ქართველი სოპრანოს, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტის სალომე ჯიქიას დებიუტი შვეიცარიაში, ლოზანის ოპერის თეატრში 18 მარტს, მოცარტის ოპერა „ტიტუსის მოწყალებაში“ ვიტელიას პარტიით შედგება.
სალომე ჯიქია მსმენელის წინაშე 18, 21, 23, 25, 28 მარტს წარსდგება. წარმოდგენები გაიმართება ფაბიო ჩერესას რეჟისორობით, ხოლო ორკესტრს დიეგო ფასოლისი უდირიჟორებს.