დემნა გვასალიამ Vetements-ის ახალი კოლექცია - მამაკაცის ჩაკეცილი ფეხსაცმელი ბრენდ Church-თან კოლაბორაციით გამოუშვა.
ახალი ფეხსაცმლის შეძენა ბრიტანულ ონლაინმაღაზია matchesfashion-ზე 855 ბრიტანულ ფუნტადაა შესაძლებელი, რაც დაახლოებით 3 000 ლარია.
ახალი ფეხსაცმელი სხვა კლასიკური ფეხსაცმელებისგან იმით განსხვავდება, რომ შესაძლებელია მისი ჩაკეცვა და შემდეგ, ჩაკეცილი ნაწილის გასწორება. ფეხსაცმელი შუშის შავი ტყავისგანაა დამზარებული, რომელსაც მაქმანი აქვს.
ცნობისთვის, Vetements-ი ქართველმა დიზაინერმა დემნა გვასალიამ 2009 წელს საფრანგეთში დაარსა.