წელს პირველად, საქართველო ტრანსგენდერების საერთაშორისო სილამაზის კონკურსში Miss Trans Star International მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოს კონკურსზე კესარია აბრამიძე წარადგენს, - ამის შესახებ ინფორმაციას კესარია Facebook-ის პირად გვერდზე ავრცელებს.
"თქვენ შერჩეული ხართ, რათა Miss Trans Star International 2018-ზე წარადგინოთ თქვენი ქვეყანა", - წერია ოფიციალურ წერილში, რომელიც კესარიამ დღეს მიიღო.
"წარმატებით გავიარე კასტინგი, მოსალოცი წერილი მომივიდა. ოფიციალური წარმომადგენელი ვარ საქართველოს სახელით მის მსოფლიოზე", - წერს კესარია აბრამიძე.
ცნობისთვის, Miss Trans Star International-ი ტრანსგენდერების საერთაშორისო სილამაზის კონკურსია. პირველად ის 2010 წელს ესპანეთში, ქალაქ ბარსელონაში ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ 2012 წელს კონკურსი რუსეთის მონაწილეომ მოიგო.
დაარსების წელს გამარჯვებული შვეიცარიის წარმომადგენელი გახდა, 2012-ში რუსეთი, 2013 წელს გამარჯვებულის სტატუსი პუერტო რიკოს წარმომადგენელს ერგო, 2015 წელს ჩილეს, 2016 წელს ბრაზილიას, ხოლო გასულ წელს ტაილანდს. კონკურსი ყოველ წელს ბარსელონაში ტარდება.
კონკურსში გამარჯვებულს გვირგვინი და ფულადი ჯილდო გადაეცემა.