ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს „ოსკარების“ დაჯილდოების ცერემონიალის სატელევიზიო რეიტინგის მაჩვენებელი წელს რეკორდულად დაბალი იყო. ამის შესახებ ინფორმაციას The Hollywood Reporter აქვეყნებს.
ტრადიციულად, ყოველ წელს, ცერემონიალის შემდეგ, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალრეიტინგულ სატელევიზიო შოუდ ითვლება, ქვეყნდება სატელევიზიო რეიტინგები. წლევანდელი მაჩვენებლების მიხედვით, შოუს 26.5 მლნ მაყურებეlი ჰყავდა. ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ყველაზე დაბალი რეიტინგი 2008 წელს დაფიქსირდა, როდესაც ოსკარების ცერემონიალმა მხოლოდ 31.8 მლნ მაყურებლის ყურადღება მიიპყრო.
ამერიკის კინოაკადემიის რიგით 90-ე, ოსკარების დაჯილდოების, საიბიულეო ცერემონიალი ლოს ანჯელესის დოლბის თეატრში თბილისის დროით 05 მარტს გაიმართა.