უახლოეს პერიოდში ბრაზილიაში საქართველოს საელჩო გაიხსნება და ეს იქნება პირველი ქართული დიპლომატიური წარმომადგენლობა ლათინურ ამერიკაში. ამის შესახებ განცხადება დღეს სესიაზე ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა 2010 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას განაცხადა. როგოც მან აღნიშნა, საგარეო უწყების დაფინანსების შემცირება ეხება მხოლოდ ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოებს და ვინაიდან სამინისტროს ეს სამუშაოები უკვე ჩატარებული აქვს შესაბამისად შემცირდა დაფინანსებაც.
ბიუჯეტში გათვალისწინებულია მომავალ წელს 4 ახალი საელჩოს გახსნა. "უკვე გადაწყვეტილია რომ საელჩო გაიხსნება ბრაზილიაში და ეს საკითხი იმდენად არის მნიშვნელოვანი რომ ეს იქნება პირველი ქართული დიპლომატიური წარმომადგენლობა ლათინურ ამერიკაში", _ აცხადებს ბაინდურაშვილი და დასძენს, რომ დანარჩენი სამი საელჩოს გახსნის საკითხი იმ მხრივ თუ საელჩოები სად გაიხსნება ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის.