საქართველოში მომხდარი მოვლენები ადასტურებს, რომ კავკასიის რეგიონში აფეთქება ნებისმიერ დროს არის მოსალოდნელი. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა აბდულა გიულმა ანკარაში გახსნილ საერთაშორისო სტრატეგიული კვლევების ცენტრში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"საქართველოში მომხდარი მოვლენები გვაჩვენებს, რომ გაყინული კონფლიქტები ამ რეგიონში შესალოა ნებისმიერ დროს აფეთქდეს" - განაცხადა გიულმა.
თუქეთის პრეიდენტმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ გასული წლის აგვისტოში უდიდესი შესაძლებელი იყო უფრო მასშტაბური ტრაგედია მომხდარიყო.
"რუსეთ საქართველოს ომის დროს სრულად რომ არ გამოყენებულიყო "მონტრეს ხელშეკრულება" ბოსფორისა და დარდანელის გამოყენების წესების თაობაზე და იქ მსხვილი სამხედრო გემები შესულიყვნენ, მაშინ უდიდესი ტრაგედია მოხდებოდა", - განაცხადა თურქეთის პრზეიდენტმა
მისსივე თქმით, მთიანი ყარაბაღის კონფლიტთან დაკავშირებით განსახვავებული მოსაზრებები არსებობს, თუმცა "არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ ოკუპირებული ტერიტორიები აზერბაიჯანს ეკუთვნის".
"ამ საკითხში სომხეთის ნებისმიერი პრეტენზია არ წარმოადგენს განხილვის თემას. ამ თვალსაზრისიდან გამომდინარე მჯერა, რომ აუცილებელია საკითხზე მსჯელობის ინტენსიფიკაცია. პირველ რიგში ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად, რაც გაამარტივებს რეგიონში სხვა მრავალი პრობლემის გადაწყვეტას" - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა. M