შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის(ILO) ინფორმაციით, 152 მილიონ ბავშვს მსოფლიოში მუშაობა უწევს. მათი 60-70% მონაწილეობს სასოფლო-სამეურნეო საქმეებში, რაც ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო სამუშაოა ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის.
ILO-ს შეფასებით, გარდა იმისა, რომ მუშაობა ბავშვების ჯანმრთელობას აყენებს ზიანს, მათ განათლების მიღების საშუალებაც არ აქვთ.
„მსოფლიოში 98 მილიონი ბავშვი, სასოფლო სამეურნეო საქმეებში, როგორც წესი ოჯახთან ერთად მონაწილეობს და მათი შრომა აუნაზღაურებელი რჩება. სოფლის მეუნეობა ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო საქმეა, განსაკუთრებით ბავშვებისთვის. მათ უწევთ მძიმე ან ბასრი საგნების გამოყენება, პესტიციდებთან შეხება, და ამინდის მიუხედავად, ხანგრძლივი მუშაობა.
ბავშვთა შრომაში ჩართულთა 45% 5-დან 11 წლამდე ასაკისაა და ზოგიერთი მათგანი სკოლაშიც კი ვერ დადის. ზოგი სკოლაში სწავლის პარალელურად მუშაობს, მაგრამ ამას ხშირად ნეგატიური გავლენა აქვს გაკვეთილზე დასწრებასა და ყურადღებაზე. სკოლის გარეშე ეს ბავშვები კარგავენ განვითარების შესაძლებლობასა და სამომავლო არჩევანის უფლებას.
ბევრ სოფელში ბავშვებს მუშაობა საჭმლის, ტანსაცმლისა და საცხოვრებლისთვის სჭირდებათ, თუმცა ბავშვთა შრომას ბევრად უფრო ღრმა საფუძვლები აქვს.
მართალია 2008 წლიდან დღემდე იმ ბავშვების რიცხვი, რომელთაც მუშაობა საგრძნობლად შემცირდა, თუმცა ეს კვლავ კომპლექსურ საკითხად რჩება და მხოლოდ კონკრეტული ქვეყნების მთავრობები, ცალ-ცალკე ამ ციკლს ვერ დაარღვევენ“, - ვკითხულობთ ILO-ს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.