ამერიკის არმიის მაიორი მაიკლ ნადელ ჰასანი, რომელმც ფორტ ფუდის სამხერდო ბაზაზე ტეხასში სისხლსღვრა მოაწყო, ერაყში ომის წარმოების წინააღმდეგი იყო.
ამავე დროს ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნოემბრის ბოლოსთვის იგი საბრძოლო მოქმედებების ზონაში უნდა გაეგავნათ.
მისი თანამშრომლების განცხადებით, ჰასანი ამ პერსპექტივით აღფრთოვნებული არ დარჩენილა, ამის მიუხედავად ჯერჯერობით მის მიერ ჩადენილ ქმეების მოტივები ხელისუფლებისთვის გაურკვეველი რჩება. ამერიკელი სამართალდამცავები მიიჩნევენ, რომ იგი არ იყო ტერორისტული შეთქმულების თანამონაწილე.
ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ამერიკის სამხედრო არმიის მაიორი დათრგუნული იყო თავისი პაცენტების მონაყოლით ომთან დაკავშირებული ფაქტების გამო.
როგორც მისი ნათესავი, ნადერ ჰასანი აღნიშნავს, 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ მაიორზე გარკვეული ხასიათის ზეწოლა ხორციელდებოდა იმის გამო, რომ იგი წარმოშობით იორდანიდან იყო.
ტრაგედიამდე რამდენიმე ხნით ადრე მან დაიქირავა ადვოკატი რათა მეგვარებინა შესაბამისი საქმეები აშშ-ს ჯარების რიგების დასატოვებულად.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ამერიკის სამხედრო არმიის სამხედრო ექიმმა, ფსიქიატრმა მაიკლ ნადან ჰასანმა გახსნა ცეცხლი სამხედრო ბაზაზე, სადაც მიმდინარეობს ჯარისკაცების მომზადება ერაყში გასაგავნად. 11 ადმიანი ადგილზე გარდაიცვალა.
ერთი გარდაიცვალა საავადმყოფოში მიყვანის შემდგომ ხოლო 31 დაიჭრა. დაღუპულთა შორის არიან როგორც მამაკაცები, ასევე ქალები, სამხედროები და სამოქალაქო პირები.
თავად მაიროი დაიჭა, თუმცა იგი ცოცხალია და მისი მდგომარეობა ფასდება, როგორც სტაბილური.
40 წლის ექიმი ტეხასის სამხედრო ბაზაზე მიმდინარე წლის ივლისში გადაიყვანეს, ამ დრომდე იგი 6 წლს განმავლობაში ვაშნგტონში, ამერიკის არმიის სამედიცინო ცენტრში მსახურობდა, სადაც სამხედრო მოსამსახურეების ფსიქოლოგიური რეაბილიტაციით იყო დაკავეული.