თინათინ ყაჯრიშვილის ახალი ფილმის „ჰორიზონტი“ მსოფლიო პრემიერა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივლზე სექციაში „პანორამა“ დღეს გაიმართება.
ბერლინის 68-ე საერთაშორისო კინოფესტივალი ოფიციალურად 15 თებერვალს გაიხსნა.
ფესტივალის მთავარი პრიზის-ოქროს დათვის მოსაპოვებლად 21 ფილმი იბრძოლებს. წლევანდელი ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარეა გერმანელი რეჟისორი ტომ ტიკვერი.
ჟიურის წევრები კი Moonlight-ის პროდიუსერი ადელ რომანსკი, ბელგიელი მსახიობი სესილ დე ფრანსი, რეჟისორი ჩემა პრადო, კინოკრიტიკოსი სტეფანი ზაჩარეკი და ცნობილი იაპონელი კომპოზიტორი რიჩი საკამოტო არიან.
ბერლინალე 25 თებერვლამდე გაგრძელდება.