"ლეიბორისტული პარტია" სალომე ზურაბიშვილის მიპატიჟებას არ იღებს. როგორც პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი გუგავამ "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, "ლეიბორისტულმა პარტიამ" სააკაშვილის მმართველობის დასკვა უკვე კარგა ხანია წარმოადგინა.
"სააკაშვილის მმართველობის შესახებ ჩვენ უკვე გვაქვს მომზადებული იმპიჩმენტის დოკუმენტი, რომელიც პარლამენტშია შესული, თუმცა, სამწუხაროდ, მას ხელი მხოლოდ 5 დეპუტატმა მოაწერა. მასში ვარდების გადატრიალებით დაწყებული, აგვისტოს ომის მომზადებითა და გაჩაღებით დამთავრებული ამ ხელისუფლების ყველა ქმედებაა შეფასებული და შესაბამისი კვალიფიკაციაც მინიჭებული. აქედან გამომდინარე, ხვალ კიდევ ახალი ანგარიშის წარმოდგენის აუცილებლობას ვერ ვხედავთ", - განუცხადა გუგავამ "ჯი-ეიჩ-ენს".
შეგახსენებთ, რომ "საქართველოს გზის" ლიდერი სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკური პარტიების ლიდერებს ხვალ, სასტუმრო "რედისონში" ეპატიჟება და სააკაშვილის 6 -წლიანი მმართველობის ანგარიშის წარმოდგენის ინიციატივით მიმართავს.