"ქრისტიან-დემოკრატები" რეგიონალური ტელევიზიებისათვის საგადასახადო ამინისტიის გამოცხადებას ითხოვენ. ამის შესახებ განცხადება "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერმა გიორგი თარგამაძემ დღეს სესიაზე გააკეთა. მან გაიხსენა აჭარის რეგიონალური ტელევიზიის ტვ 25-ის პრობლემები და აღნიშნავს, რომ ასეთივე პრობლემები გააჩნია ქუთაისის რეგიონალურ ტელვეიზიასაც.
"ეს არის უსამართლო ვალი, რაც ამ ტელევიზიებს ეკისრებათ, თუმცა მე მესმის ფინანსთა სამინისტროს პოზიციაც",- აცხადებს თარგამაძე და არსებული პრობლემიდან გამოსავალს ხედავს იმაში, რომ ხელისუფლებამ რეგიონალური ტელევიზიებისათვის გამოაცხადოს საგადასახადო ამნისტია.
"ჩვენ სათანადო კანონპროექტი უკვე მომზადებული გვაქვს და იმედი გვაქვს, რომ პარლამენტიც და ხელისუფელბაც ამ საკითხს გულისხმიერად მოეკიდება", - აცხადებს თარგამაძე.
საქმე ის არის რომ მისი განმარტებით, ტელევიზიებს საგადასახადო დავალიანება დაგროვილი აქვთ იმ დროიდან, როდესაც სხვა ხელისუფლების პირობებში ტელევიზიებს არაკანონიერად ფლობდნენ სხვა პირები და დავალიანება არ უნდა დააწვეთ კანონიერ მფლობელებს.