ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ უკრაინის პრეზიდენტს ვიქტორ იუშჩენკოს მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. ლუკაშენკო აცხადებს, რომ იუშჩენკო მხარს უჭერს ბელორუსს დასავლეთის სახელმწიფოებთან და აშშ-სთან ურთიერთობების დამყარებაში.
"ეს მხარდაჭერა ძვირად ფასობს",_ აცხადებს ლუკაშენკო კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე და უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრას "ევროპული სტაბილურობის დამყარების საქმეში შეტანილი წვლილი უწოდა".
"შევხვდით იმიტომ, რომ თანამედროვეობის გამოწვევებზე გვესაუბრა და ვისაუბრეთ არა მხოლოდ უკრაინა-ბელორუსულ ურთიერთობებზე, არამედ პლანეტარული მასშტაბის გამოწვევებზე", _ განაცხადა ლუკაშენკომ.
მისივე თქმით, ბელორუსიისა და უკრაინის ურთიერთობები ბოლო დროს "ზოგი სახელმწიფოს ლიდერს ძაბავს" და დასძინა, რომ მხედველობაში მხოლოდ რუსეთი არ ჰყავს. მისივე თქმით, მაშინ როდესაც იგი დასავლეთში იმყოფება ყოველთვის საუბრობს იმაზე, რომ ევროკავშირი შესაძლოა არსებობდეს უკრაინისა და ბელორუსის გარეშე, მაგრამ ევროპას უკრაინისა და ბელორუსის გარეშე არ შეუძლია.
თავის მხრივ უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ განაცხადა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტმა მასთან სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ უკრაინასა და ბელორუსს ევროკავშირის სერიოზული მხარდაჭერა აქვს.
შეგახსენებთ, რომ ბელორუსის პრეზიდენტი 4-6 ნოემბერს უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.