დღეს საქართველოს პარლამენტში ფინანსთა მინისტრს ელიან რომელიც 2010 წლის ბიუჯეტის პროექტს დეპუტატებს სესიაზე წარუდგენს. საკანონმდებლო ორგანოში შეტანილი დოკუმენტის მიხედვით ბიუჯეტი 6 მილიარდ 670 მილიონი ლარით განისაზღვრება.
პრიორიტეტას კვლავ რჩება სოციალური სფეროებისა და ინფრასტრუქტურის დაფინანსება. 2010 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარს არ უჭერს საპარლამენტო ოპოზიცია. ამიტომაც დღევანდელ სესაზე დებატებია მოსალოდნელი. დოკუმენტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვთ მომზადებული ფრაქცია ქრისტიან-დემოკრატებს.
"განათლების დაფინანსების გაზრდა მცირე კონტიგენტიანი სკოლებისათვის, სოფლის პროგრამების გაორმაგება, საგაზაფხულო სამუშაოების დაფინანსება, ამავდროულად გზების რეაბილიტაციისათვის უფრო მეტი თანხის ჩადება. ამას გარდა არის მთელი რიგი საკითხები ამიტომაც ვფიქრობთ, რომ ბიუჯეტი აუცილებლად იქნება მხარდაჭერილი",_ აცხადებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ მელიქიშვილი.
ამავე დროს ფრაქცია ქრისტიან-დემოკრატების თავმჯდომარე გიორგი ახვლედიანი აცხადებს, რომ ბიუჯეტი არ ასახავს და მასში არანაირად არ არის გათვალისწინებული ხარჯები და თანხები მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისათვის.
"ამ ბიუჯეტში ძალიან სერიოზული კონკრეტული პრობლემები გვექნება და საუბრები ჯანდაცვის სფეროსთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ჩვენ არაერთგზის დაყენებული მოთხოვნა იმის შესახებ, რომ იაფი დაზღვევის პაკეტში მშობიარობა იყოს დაფისირებული",_ აცხადებს გიორგი ახვლედიანი.