რუსეთის ფედერაცია საკუთარ შეიარაღებულ ძალებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში რუსეთის მოქალაქეების დასაცავად გამოიყენებს.
ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ფედერაციის საბჭოს წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
მედვედევის განცხადებით, ამგვარი უკუდურესი ზომების მისაღებად აუცილებელია სამართლებრივი საფუძვვლის არსებობა.
"ჩვენი მოქალაქეები დაცულნი უნდა იყვნენ დედამიწის ნებისმიერ წერტილში და უნდა გრძნობდნენ სახელმწიფოს მხრიდან დაცვას", _ განაცხადა მედვედევმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციის საბჭომ გასულ კვირას დაამტკიცა პრეზიდენტის ინიციატივა თავდაცვის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომელიც საზღვრებს გარეთ შეიარაღებული ძალების გამოყენებას გულისხმობს.