საქართველოს განათლების სამინისტრო კონფლიქტის ზონაში ბავშვების გატაცების პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას აკისრებს და შესაბამის ორგანოებს მათი დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
მომხდარს საქართველოს განათლების მინისტრი აღმაშფოთებელს უწოდებს და თხოვნით მიმართავს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას მიიღონ აქტიური მონაწილეობა მოზარდების გასათავისუფლებლად.
"მომხდარი ფაქტი უკვე საკმარისი სიმძიმის შემცველია საიმისოდ, რომ ძალიამ სერიზოული განგაში ავტეხოთ. იმიტომ რომ ამ ვითარებაში თუკი პრობლემები შეიქმნა 14 წლის ბავშვებთან მიმართებაში მაშინ მარტივი წარმოსადგენია თუ სადამდე შეიძლება მივიდეს ამ ადამიანების თავხედობა. ვიცი პასუხისმგებლობაა ეს თავისთავად გასაგებია და ეს არის რუსეთის ფედერაცია", _ აცხადებს საქართველოს განათლების მინისტრი ნიკა გვარამია.