დღეს საქართველოს პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს ელიან.
დეპუტატები მათ საქართველოში "A/H1N1" ვირუსის შესახებ დაუსვამენ კითხვებს.
ანტიკრიზისული საბჭოს წევრებს აინტერესებს თუ რამდენად არის ამ ვირუსის გავრცელების საშიშროება ქვეყანაში და მედიკამენტების რა მარაგი აქვს ქვეყანას.
ბოლო მონაცემებით საქართველოში ღოროს გრიპის 31 შემთხვეაა დაფიქსირებული თუმცა არც ერთი დაავადებულის შემთხვევა მძიმე არ ყოფილა.
"ჩვენ გვაინტერესებს ხედვა სამინისტროსი, თუ რა პრევენციული ზომები შეიძლება იქნეს გატარებული, როგორ შეიძლება ავიცილოთ ამ დაავადების მასიური ხასიათი რა მასიური ხასიათიც მიიღო ამ დაავადებამ უკრაინაში",_ აცხადებს ანტიკრიზისული საბჭოს თავმჯდომარე გია თორთლაძე.
ხოლო დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე კი აცხადებს, რომსაქართველოში გამოვლენილი ვირუსული დაავადების შემთხვევებიდან საშუალო სიმძიმის იყო მხოლოდ ორი.
"მათი უმრავლესობა გამოჯანმრთელდა ყოველგვარი ანტივირუსული მკურნალობის გარეშე, იმიტომ რომ მათ უბრალოდ ეს მკურნალობა არ ესაჭიროებოდან. ასევე იქნება გაჟღერებული ინფორმაცია რა იქნება მოსალოდნელი რაოდენობის შესახებ და როგირი იყო გათვლები გაკეთებული იმისათვის, რომ ქვეყანა მზად შეხვდეს ამ ვირუსს",_ აცხადებს პაატა იმნაძე.