საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად თემურ ქეცბაია ინიშნება.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მოთამაშეს, კვიპროსული "ანორთოსისა" და ბერძნული "ოლიმპიაკოსის" ყოფილ ხელმძღვანელს, ამ პოსტზე ოფიციალურად დღეს, 13:00 საათზე, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროში წარადგენენ.
ქეცბაიასთან ხელშეკრულების დადების პროცედურას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა, შესაბამისი უწყების მინისტრი ნიკა რურუა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით ნამგალაური დაესწრებიან.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ქეცბაია ექტორ რაულ კუპერს შეცვლის, რომელთანაც ფედერაციამ ხელშეკრულება ორი დღის წინ გაწყვიტა.