დღეს, 6 ნოემბერს, 11:00 საათზე, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე დავით საყვარელიძე მე-40 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდება. ინტერაქტიულ შეხვედრაზე უფროსკლასელებს საშუალება ექნებათ პროკურორებს დაუსვან მათთვის საინტერესო შეკითხვები. თავის მხრივ პროკურორები მოსწავლეებს განუმარტავენ არსებულ კანონებს, ისაუბრებენ დანაშაულის შესახებ და მის მძიმე შედეგებზე.
გარდა ამისა, პროკურორები მოისმენენ იმ პრობლემებს, რომელიც თბილისის სკოლების უფროსკლასელებს აწუხებთ.