ირანის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს, ჰამიდ რეზა ბაკაის სასამართლომ 63-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მას ბრალი სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, კერძოდ კი საბანკო ანგარიშების დამალვასა და სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაში დასდეს. მსჯავრდებული დანაშაულს არ აღიარებს.