დღეს, 6 ნოემბერს 13:00 საათზე, სასტუმრო "რედისონში" გაიმართება პროექტის "ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას" პრეზენტაცია.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პროექტის ორგანიზატორებმა განუცხადეს, პროექტს წარადგენენ მინდია უგრეხელიძე, შიო არსენაშვილი და გელა ნიკოლაიშვილი.
პროექტის ორგანიზატორთა განცხადებით, სატელევიზიო პროექტი "ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას" ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერით გავა. სატელევიზიო პროექტი პირდაპირი ეთერის რეჟიმში გავა ეთერში. პროექტის მიხედვით, საჯაროდ იქნება გამოტანილი ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედებები და გაიმართება სასამართლო პროცესი. ორგანიზატორები ვერ აკონკრეტებენ, თუ რა სიხშირით გავა გადაცემა ეთერში.