დონალდ ტრამპის მიერ თავდაცვის 2018 წლის ბიუჯეტის ხელმოწერისას გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ შეერთებულმა შტატებმა სირიასა და ერაყში ისლამური სახელმწიფოს დაჯგუფება დაამარცხა, კრემლის პრეს-მდივანი გამოეხმაურა.
„არსებობს ასეთი ანდაზა: დამარცხება ობოლია, გამარჯვებას კი ბევრი მამა ჰყავს,“-აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.
სირიაში ისლამისტთა საბოლოო დამარცხებას რუსეთი საკუთარ დამსახურებად მიიჩნევს.