"საქართველოში ექსტრადირების შემთხვევაში ხალხი გამათავისუფლებდა,"- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა „ეხო კავკაზა“-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„უკრაინის ხელისუფლებას საქართველოსთან ფარულად მოლაპარაკება და ჩემი ექსტრადირება სურდა, მაგრამ ამ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლებას გაუჩნდებოდა სერიოზული პრობლემები. მე ხალხი ძალიან მალე გამათავისუფლებდა და პოროშენკოსთვის ათჯერ უფრო დიდი პოლიტიკური რისკ-ფაქტორი გავხდებოდი. მე არ მაქვს იარაღი, არ მყავს მებრძოლები, არც ვინმეზე თავდასხმას ვაპირებ. პოროშენკო ვერ გაუმკლავდა ერთ ადამიანს, რომელსაც არ აქვს იარაღი, თანამდებობა ან ფული, რაც მისთვის დიდი პრობლემაა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ- მე და ჩემს ოჯახს ფული საერთოდ აღარ გვაქვს“, - აღნიშნა სააკაშვილმა.