მიხეილ სააკაშვილი იულია ტიმოშენკოსა და მის პარტიასტან რაიმე სახის პოლიტიკურ კავშირს უარყოფს. ამის შესახებ მან „ეხო კავკაზა“-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„მასთან არანაირი პოლიტიკური კავშირი არ მაქვს, მაგრამ დიდ პატივს ვცემ. გადამწყვეტ მომენტში მან სწორი პოზიცია დაიკავა. არის რაღაც, რასაც მისი საქმიანობიდან არ ვეთანხმები. ბევრს ჩემი წარსული საქმიანობიდანაც არ მოსწონს ბევრი რამ, მაგრამ როდესაც უკრაინაში ვბრუნდებოდი, იულია უსამართლობას წინ აღუდგა და სასამართლოზეც იგივე გააკეთა. მე ამას ვაფასებ,“-აღნიშნა სააკაშვილმა.