ცნობილი რეჟისორის, რომან პოლანსკის წინააღმდეგ ლოს ანჯელესის პოლიციამ გამოძიება დაიწყო. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც რეჟისორი სექსუალურ შევიწროვებაში კიდევ ერთმა ქალბატონმა დაადანაშაულა. მარიანა ბარნარდის მტკიცებით, პოლანსკი მასთან სექსუალური კონტაქტის დამყარებას 1975 წელს ცდილობდა, როდესაც გოგონა 10 წლის იყო. რეჟისორის ადვოკატები ბრალდებას კატეგორიულად უარყოფენ.