აშშ საელჩო თელავივიდან იერუსალიმში 3 წლის შემდეგ გადავა. ამერიკის სახელმწიფო მდივნის განცხადებას გამოცემა The Times of Israel აქვეყნებს. მანამდე მინისტრმა იერუსალიმის საკითხებში ზეევ ელკინმა განაცხადა, რომ აშშ-ს საელჩოს გადატანას იერუსალიმში რამდენიმე წელი დასჭირდება. დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად გასულ კვირას აღიარა და იერუსალიმში საელჩოს გადატანის განკარგულება გასცა.