დონალდ ტრამპმა 2018 წლის თავდაცვის ბიუჯეტს მოაწერა ხელი, რომელიც რუსულ აგრესიასთან დასაპირისპირებლად 4,6 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. გაზრდილი ბიუჯეტი პენტაგონს საშუალებას მისცემს, არმიის რიცხოვნობაც გაზარდოს.
„ეს ბოლო 7 წლის განმავლობაში პირველად მოხდება. ბოლო 8 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ ხელფასს მიიღებენ ჩვენი სამხედრო მოსამსახურეებიც,“-აღნიშნა ტრამპმა დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონიალზე.