ალაბამას შტატში სენატის არჩევნები დემოკრატთა კანდიდატმა მოიგო. დაგ ჯონსმა დონალდ ტრამპის მიერ მხარდაჭერილი როი მური დაამარცხა.
63 წლის დაგ ჯონსი პირველი დემოკრატი გახდა, რომელმაც ბოლო 25 წლის განმავლობაში ალაბამას შტატში რესპუბლიკელი კანდიდატის დამარცხება შეძლო. მან კონკურენტს ხმათა 1,5 პროცენტით აჯობა.