უამინდობა კანადაში. ტორონტოს საერთაშორისო აეროპორტში დიდთოვლობის გამო 400-ზე მეტი რეისი გადაიდო.
მგზავრებს აფრთხილებენ, აეროპორტებში მისვლამდე რეისების შესახებ ინფორმაცია ინტერნეტში გადაამოწმონ.
რეისები გადაიდო ოტავის აეროპორტშიც. თოვლმა ოტავაში სატრანსპორტო მოძრაობაც შეაფერხა.